YoungCritics.ge ახალგაზრდა კინოკრიტიკოსების პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც, ავტორები საზოგადოებას საკუთარი ინტერესების შესაბამის რეცენზიებს, ბლოგებს, თარგმანებსა და ინტერვიუებს უზიარებენ.

ავტორებს გავლილი აქვთ ახალგაზრდა კინოკრიტიკოსების სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქეთევან ტრაპაიძის, მენტორობით, სწავლობდნენ კინოს ისტორიას, ანალიზსა და რეცენზიებზე მუშაობას.