400 დარტყმა

400 დარტყმა

ხშირად კინოში რამე მოქმედების, მოვლენის ან ემოციის აღსაწერად “ზარმაც” ხერხს მიმართავენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეჟისორი ასეთ შემთხვევაში კი არ გვიჩვენებს, არამედ ამ თემაზე პერსონაჟს (პერსონაჟებს) ალაპარაკებს.

ფრანსუა ტრიუფოს სადებიუტო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი ამის საპირისპირო მაგალითია. ტრიუფოს მიერ 1959 წელს გადაღებული შედევრი, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც რთული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს, ანტუან დუანელის კონფლიქტი ოჯახთან და სკოლის სისტემასთან. ფილმი ნაწილობრივ დგას ფრანგული კინოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი რეჟისორის, ჟან ვიგოს გავლენებზე. ტრიუფოს ოსტატური ხერხების დახმარებით დიალოგები და მონოლოგები მინიმუმამდე დაყავს. რეჟისორი ჟან პიერ ლეოს გმირს, ისევე, როგორც სხვა პერსონაჟებს მინიმალისტურად, მაგრამ სრულფასოვნად გვიჩვენებს. „400 დარტყმა“ ტრიუფომ საკუთარი ცხოვრების მიხედვით შექმნა, ამიტომ ანტუან დუანელის პერსონაჟში რეჟისორის ალტერ-ეგო შეიძლება დავინახოთ. თუმცა, ტრიუფოს ბავშვობასთან ტრადიციული და ნოსტალგიური ემოციები ნამდვილად არ აკავშირებს, ის ბავშვობას ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად მოიაზრებს. ფილმის დასაწყისში რეჟისორი მთავარ პერსონაჟს, რამდენიმე წამიან სცენაში გვაცნობს აქ ანტუანი კლასელის მიერ გადმოწოდებულ პოსტერზე ხატავს, ამრიგად რეჟისორი გვეუბნება, რომ საქმე მეამბოხესთან გვაქვს. დუანელი ის მოსწავლეა, რომელსაც  სკოლის მასწავლებელი კუთხეში აყენებს და გაკვეთილების ბოლოს საკლასო ოთახში ტოვებს ხოლმე. დუანელი იმ ბავშვადაც გვევლინება, რომელიც ოჯახური კონფლიქტების მოწმე ხდება და შესაბამისად, მშობლებთან არაფერი აკავშირებს. ფილმში სამყაროს კანონები მოზარდისთვის ახსნილი არაა, მშობლებს უმეტეს შემთხვევაში მიამიტი ანტუანის არ ესმით, ერთ-ერთი სცენაში ჟან პიერ ლეოს პერსონაჟი რძეს სვამს, რაც ნამდვილად პატარა დეტალია თუმცა ამრიგად სიმბოლურიც. ანტუანის მშობლები სხვა სამყაროში ცხოვრობენ და ხშირად თავად უფრო ჰგვანან მოზარდებს ვიდრე მათი შვილები, ამიტომაცაა ასე მკაფიოდ ნაჩვენები ჟან პიერ ლეოს პერსონაჟის დაბნეულობა, ის პრობლემებს გამუდმებით აწყდება.

Play Video

ის, რომ სამყარო მოზარდისთვის დიდია პირველი კადრებიდანვე ჩანს. ამის ჩვენებას ტრიუფო კამერის კუთხის არჩევით ახერხებს, აქ პარიზს ანტუანის თვალთახედვიდან ვხედავთ, მსგავს ტექნიკას კი ტრიუფო მთელი ფილმის განმავლობაში იყენებს. მნიშვნელოვანია ერთ-ერთი კადრი სადაც მთავარი პერსონაჟი მკაფიოდ არღვევს მეოთხე კედელს. ეს ფილმის დასკვნით ნაწილშია და არა რომელიმე ადრეულ სცენაში. აქ რეჟისორი გვამცნობს რომ პერსონაჟის გაყინული მზერა დასასრულის ნიშანია, და ამიერიდან აქ უკვე ჩვენ კი არ ვუყურებთ კინოს, არამედ კინო გვიყურებს ჩვენ.

Facebook Comments Box

Comments are closed.