სარკე ანარეკლია, რომელსაც ძალუძს აირეკლოს ყველა ციური სხეული. სარკე ნივთია, რომელიც ჩვენი გამოსახულების დანახვაში გვეხმარება და ამასთან ერთად გვხემარება თვალი გავუსწოროთ რეალობას, თვალი გავუსწოროთ ჩვენს თავს. სარკეში გამოსახულ ჩვენ ანარეკლს, როდესაც ვუყურებთ საშუალება გვაქვს ჩვენი ფიზიკური სხეული დავინახოთ და ასევე თვალი შევავლოთ წარსულს, რომელმაც ჩვენს ფიზიკურ სხეულზე მოახდინა გავლენა. წარსული ჩვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც წარსული არ გააჩნია. არ არსებობს ადამიანი, რომელზეც წარსულს კვალი არ დაუტოვებია. წარსულით ჩვენ ვცხოვრობთ, ახლა აწმყოშიც კი ჩვენ სახეს წარსულის ქმედებებიდან გამომდინარე ვხედავთ. ეს ნაწერიც კი რომელსაც ახლა კითხულობთ ჩემი წარსულის რაღაც დროის მონაკვეთს მოიცავს, რომელიც უკვე გავიარე. წარსულის ქმედებებს ყოველთვის აქვს შედეგი. მაგალითად აწ უკვე წარსულში ამის წერა რომ არ დამეწყო თქვენამდე ეს ნაწერი ვერც კი მოაღწევდა. წარსულის ქონა ზოგი ადამიანისთვის სიმძიმესთანაც კი ასოცირდება, რადგან მისი კვალია ხშირად ჩვენს მომავალ ქმედებებზე ახდებს ზეგავლებას. ხშირად გვიჭირს განვუდგეთ წარსულს და აწმყოში ინდივიდუალური ცხოვრება დავიწყოთ. რთულია, მაგალითად ჩვენი წარსულიდან გამომდინარე არ დავიწყოთ სხვადასხვა ურთიერთობები და არ შევეცადოთ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ეს ყველაფერი კი წარსულიდან გამომდინარე მოდის, რადგან ხშირად ადამიანებს წარსული გვენატრება.სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ხშირად წარსულითაც კი იწყებს ცხოვრებას და ეშინია რეალობას, აწმყოს თვალი გაუსწოროს, რადგან ხშირად ესა თუ ის მოქმედება წარსულის კარგ დროს გვახსენებს. მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები ისეთ ადამიანებს უკავშირებენ ცხოვრებას, რომლებიც მათ მშობელს ახსენებენ, ქცევებით ან გარეგნობით.ამ თეორიას ანდრეი ტარკოვსკის ,,სარკეც” ადასტურებს,სადაც მთავარი გმირი ხშირად აიგივებს თავის მეორე ნახევარს დედასთან. ანდრეის ტარკოვსკის ეს ფილმი კარგი მაგალითია იმისა თუ რა გავლენა აქვს წარსულს ჩვენზე და რომ სარკე ხშირად ზუსტად გვეხმარება დავინახოთ ჩვენი თავი ჩვენს რეალურ მდგომარეობაში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეპიზოდი სადაც მთავარი პერსონაჟი ქალი თავის გამოსახულებას სარკეში აკვირდება. მისი გამოსახულება სარკეში კი ზუსტად ასახავს მის სულიერ მდგომარეობას. წარსული ხშირად თავს სიზმრებითაც კი გვახსენებს. მაგალითად რამდენ თქვენგანს უნახავს საყვარელი ადამიანი სიზმარში, რომელიც წარსული მოგონებაა და აწმყოში აღარ ფიგურირებს თქვენს ცხოვრებაში. სიზმრები, როგორც ფროიდი იტყოდა ჩვენი სურვილების ფარული საშუალების გამოვლინებაა. მისი დებულებაზე დაყრდნობით კი არის შესაძლებელი სწორად განვმარტოთ თუ რამხელა კავშირი აქვს სარკის პერსონაჟებს და მათ სიზმრებს ერთმანეთთან. ჩემი აზრით წარსული მუდამ თან დაგვსდევს, ამიტომაცაა რომ ის თავის გასახსენებლად სიზმრებს ხმარობს. სარკე კი გვეხმარება დრო აღვიქვათ. აღვიქვათ წარსული, დრო რომელიც უკვე გავიარეთ და აღარ დაბრუნდება. ასევე შესაძლოა დაკვირვებაც კი ჩავატაროთ მომავალზე. მაგალითად თუ აიღებთ სარკეში 5წლის წიმ გადაღებულ ფოტოს და მეორე მხრივ ახლა გადაიღებთ ფოტოს ნახავთ განსხვავებას, რომელიც წარსულმა დაგიტოვათ.დაინახავთ თქვენ გამოსახულებას რომელიც ძვერებურად აღარ გამოიყურება.