Streamline
  • ბლოგი
  • რეცენზია
  • ავტორები
  • პლატფორმა
0
0
0
0
YoungCritics
  • ბლოგი
  • რეცენზია
  • ავტორები
  • რეცენზია

ქორწილი (1964)

  • 04/10/2023
  • თამარ მშვიდობაძე
Total
0
Shares
0
0
0

ლამაზი ოცნებების ხორცშესხმაზე დაუძინებლად ფიქრი კაცობრიობის სენტიმენტალიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელსაც ნებისმიერ დროსა და ეპოქაში შეეძლო მიუწვდენელი ბედნიერების კართან მორთმევა ან ფეხჩაუდგამი ტანჯვის უფსკრულში ჩვენი გამოკეტვა.

მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი მოქმედი პირი რაღაცით თითქოს ლეონიძის ნატვრის ხის სიდიადის მოტრფიალე კაცსაც მოგვაგონებს, ულამაზესის არსებობისა და რეალიზაციის დაუკარგველი რწმენით, რომლის ტრაგიზმიც, ალბათ, სწორედ ეს გახლდათ.

მშვენიერებასთან შერწყმული ყოველდღიურობა, შემთხვევითი ნაცნობის შენეულ პიროვნებად მიჩნევის და გრძნობების გაღვიძების მომენტი ჭაბუკისთვის საბედისწერო ამბად იქცევა მას შემდეგ, რაც საკუთარ და გოგონას განცდებში ეჭვშეუტანლად დარწმუნებული, გაუზვიადებლად დააპირებს გულისნადების გამომზეურებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან ცხოვრებას სხვა გეგმები აქვს, რადგან აუწყობელი რუბიკის კუბიკის ერთი, შევსებული მხარის დანახვისას, ვერ ახერხებებ აღიქვა დაუდგენელი კომბინაციით შექმნილი წახნაგები, რომლებიც, თვალსმიფარებულნი, საბოლოოდ, აქილევსის ქულსად მოგევლინებიან.

რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, გვერდი ავუაროთ გოგონას დამოკიდებულებას, რომელიც ერთი შეხედვით ნამდვილად სიყვარულით წარმოიშვებოდა, მისი გათამაშებული როლი თითქოს მანიპულატორის იარლიყს აკრავს მას. ჩემი აზრით, მაქსიმალური ყურადღების ობიექტად ყოფნა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა გოგონას მსგავსი ქცევა ბიჭთან მიმართებაში.

დასახვრეტად გამზადებული აურელიანო ბუენდიას მსგავსად კედელს აკრული იმედგაცრუებული ბიჭის ცნობიერებაში მოხდებოდა ის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც განსაზღვრავდა მიამიტობა დაკარგული პიროვნების დაბადებას.

საბოლოოდ ესაა ოცი წუთი არსებობის მოულოდნელ რაკურსებზე, ურთიერთობათა კომპლემენტარულობაზე და სასწაულის მორწმუნე გამოუცდელი პიროვნებების ტრაგიკულ ბედზე.

Total
0
Shares
Share 0
Tweet 0
Pin it 0
Avatar photo
თამარ მშვიდობაძე

ჯერაც სკოლის მოსწავლე, ნებისმიერი სახის შემოქმედებისადმი გაუნელებელი ინტერესით და სამომავლოდ აქვე, ახლოს მოღვაწეობის სურვილით. კონკრეტული პასუხი რამ განაპირობა ჩემი და კინოს მიზიდულობა, სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს. ალბათ, უფრო ძიებისა და პოვნის სურვილმა

Next Article
  • ბლოგი

ფსევდო პათოსით განკურნებული აქტიორული ნარატივი

  • 04/10/2023
  • ნინი მუჩიაშვილი
წაკითხვა
You May Also Like
წაკითხვა
  • რეცენზია

საშიში დედა

  • ლერი ზივზივაძე
  • 04/10/2023
წაკითხვა
  • რეცენზია

სამყარო ერთ კუნძულზე

  • ანანო გოგია
  • 04/10/2023
წაკითხვა
  • რეცენზია

ყველაზე ლამაზი (1951)

  • თამარ მშვიდობაძე
  • 04/10/2023
Young Critics
  • პლატფორმა
© 2023, კულტურის და განათლების ფონდი

Input your search keywords and press Enter.