• ბლოგი
  • რეცენზია
  • ავტორები
  • პლატფორმა
0
0
0
0
YoungCritics
  • ბლოგი
  • რეცენზია
  • ავტორები
ანტუან დუანელი
  • ბლოგი

“ხულიგანი” ანტუან დოინელი

  • 04/10/2023
  • დავით მშვენიერაძე
Total
0
Shares
0
0

ამ ფილმის ყოველი პერსონაჟი განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც მორალით, ისე ხასიათებითა და ქცევებით. ამიტომაც, თითოეულ პერსონაჟს თავისი დატვირთვა და მიზანი ეძლევა. როცა ერთი პერსონაჟი უკეთილესი, უმშვიდესი და დამთმობია, მისი საუკეთესო მეგობარი საერთოდ საპირისპირო, ჯიუტი, უპასუხისმგებლო და შურიანია. თუმცა ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად იკვეთება ერთმანეთთან, რომ თითქოს ყველანაირი საზღვარი ქრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთობები ურთიერთსაპირისპიროა, ბევრად ბუნებრივი და ყოველდღიურობასთან ახლოა.

რაც შეეხება კონკრეტულად მთავარ პერსონაჟს, მას ფილმის დასაწყისშივე ვიცნობთ, როგორც სკოლის მოსწავლე, ,,ხულიგან” ბიჭს, რომელსაც მისი ,,უზნეობის” გამო სჯიან. პირველი თვისება, რომელიც მან პირველივე წუთებში გამოამჟღავნა არის პროტესტის გრძნობა, როდესაც მან სკოლის კედლებზე წარწერები გააკეთა. თუ მასწავლებლის კომენტარს გავიხსენებთ, რომელიც ბიჭს ირონიულად პოლიტიკაში წასვლისკენ უთითებს, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ მას კედელზე მორიგი უზრდელობის ნაცვლად, იმ სოციალური პრობლემის შესახებ დაუწერია, რომელიც პირადად აწუხებდა ან/და მედიის საშუალებით ჰქონდა მოსმენილი.

შეგვიძლია მასზე მრავალი კარგი თუ ავი ვთქვათ. ის იყო როგორც ძალიან კარგი მეგობარი, ასევე ძალიან სასტიკი სხვებთან მიმართებაში. როცა ის სახლში საოცარი პასუხისმგებლობით იქცეოდა, სახლს გარეთ პირიქით, დიდი უპასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. რაც არ უნდა გავაგრძელო ეს ჩამონათვალი, მის მთავარ თვისებას ვერაფრით ვერ გადავუხვევ, რადგან მისი ყოველი ქცევა პირდაპირ კავშირშია მის ამ თვისებასთან, მიზანდასახულობასთან.

400 დარტყმა (1959). რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო

ბიჭის მიზანდასახულობას ვაწყდებით მთელი ფილმის განმავლობაში, დაწყებული მისი პროტესტით, დასრულებული მისი გაქცევით. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მოვლენებს ქრონოლოგიურად უნდა გავყვეთ.

ფილმის დასაწყისში, მისი მიზანია თავისი თავი დაიმკვირდოს გარემოში, ამიტომაც სხვადასხვა ქცევებით ცდილობს გამოხატოს საკუთარი თავი. ამასთანავე, შუაში ჩნდება ერთი, არც ისე სასიამოვნო მიზანი, რომელიც მისი კლასელის ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ეს სურვილი გვაჩვენებს, რომ ბიჭი სიწმინდისგან ძალიან შორს არის, რაც რეალურ ადამიანებს ბევრად უფრო გვაახლოვებს ამ პერსონაჟთან. მას შემდეგ, რაც თვითდამკვიდრება პრობლემას აღარ წარმოადგენს, ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი ხდება, ამიტომაც მისი მიმართულება ტრიალდება და ის უკვე სკოლის გაცდენას იწყებს.

იმის შემდეგ, რაც მშობლები მას რამდენჯერმე გამოიჭერენ, აქ ჩანს ბიჭის პასუხისმგებლობა და მორალურობა. მას რცხვენია სახლში დაბრუნების და თვლის, რომ მშობლებს თვალებში ვეღარ ჩახედავს, მიუხედავად იმისა, რომ დედამისმა, მის თვალწინ ბევრად უარესი ჩაიდინა.

აქ უკვე მშობლების საპირისპირო თვისებებს ვაწყდებით. ისინი ბიჭისგან განსხვავებით, უპასუხისმგებლობით და ამორალურობით გამოირჩნენ. განსაკუთრებით კი მამა, რომელსაც თავიდან როგორც კეთილ და გულუბრყვილო კაცს გავეცანით.

მას შემდეგ, რაც ბიჭი იმ გამოსასწორებელ ბანაკში ხვდება, რომელიც ციხეს უფრო გავს, მის თავში მაინც არაფერი იცვლება. ფილმის მიმდინარეობისას ვხვდებით, რომ მას ახალი მიზანი ამოძრავებს, რომელიც დიდი ალბათობით, გაქცევა იყო. თუმცა, ეს გაქცევა გეგმის მხოლოდ ერთერთი კომპონენტი აღმოჩნდება. ბიჭი იხილავს ზღვას, იმ ზღვას, რომლის ნახვისთვისაც მზად იყო მის საძულველ ჯარს შეერთებოდა. მან მისი ცხოვრების უდიდესი მიზანი, მის მიერ გაჩენილი სხვა თვისებებით უკვე შეასრულა, ამიტომაც ლოგიკურია, რომ ფილმიც სწორედ აქ მთავრდება.

Total
0
Shares
Share 0
Tweet 0
დავით მშვენიერაძე
დავით მშვენიერაძე

Previous Article
მიხეილ კობახიძე
  • ბლოგი

ფსევდო პათოსით განკურნებული აქტიორული ნარატივი

  • 04/10/2023
  • ნინი მუჩიაშვილი
წაკითხვა
Next Article
ყველაზე ლამაზი
  • რეცენზია

ყველაზე ლამაზი (1951)

  • 04/10/2023
  • თამარ მშვიდობაძე
წაკითხვა
შეიძლება დაგაინტერესოთ
წაკითხვა
  • ბლოგი

აკირა კუროსავა – უკანასკნელი რომანტიკოსი იაპონურ კინოში

  • ალექსანდრა ვახანია
  • 18/11/2024
წაკითხვა
  • ბლოგი

იოსელიანზე და მის ფილმებზე

  • თამარ ავალიანი
  • 04/11/2024
წაკითხვა
  • ბლოგი

საოპერატორო ნიშნები

  • გიგი იოსავა
  • 05/04/2024
წაკითხვა
  • ბლოგი

მე – კუბა

  • ანა გელაშვილი
  • 16/03/2024
rome, open city
წაკითხვა
  • ბლოგი

რომი, ღია ქალაქი და 400 დარტყმა

  • ნინუცა გუნია
  • 21/01/2024
დრო
წაკითხვა
  • ბლოგი

დრო და კინო

  • ნიკა ბურდილაძე
  • 04/10/2023
სარკე
წაკითხვა
  • ბლოგი

სარკე, როგორც საკუთარი თავის გამოხატულება

  • ელენე ჩავლეშვილი
  • 04/10/2023
ძიგა ვერტოვი
წაკითხვა
  • ბლოგი

ძიგა ვერტოვი: „ადამიანი კინოაპარატით“

  • ლერი ზივზივაძე
  • 04/10/2023
Young Critics
  • პლატფორმა
© 2023, კულტურის და განათლების ფონდი

Input your search keywords and press Enter.